ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ ფარგლებში CENN-ის ორგანიზებით სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლში მედია ტური ჩატარდა.
მედია ტური მიზნად ისახავდა საზოგადოებას გაეცნო ევროკავშირის მხარდაჭერით ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელებული ინიციატივები, რომლებიც ემსახურება სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის, ასევე მოწყვლადი ჯგუფების (ხანდაზმულები, შშმ და სსმ ბავშვები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და სხვა) ცხოვრების გაუმჯობესებას.
მედია ტურში მონაწილეობა მიიღო ცენტრალური და რეგიონილი მედიების 16-მა წარმომადგენელმა. ისინი ადგილზე გაეცნენ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტებს, მათ შედეგებსა და მნიშვნელობას ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მედია ტურში მონაწილეობით ჟურნალისტები ჩაერთნენ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც მოამზადეს ვიდეო, აუდიო და ბეჭდური ფორმატის მასალები აღნიშნული პროექტების შესახებ. მასალები ჯამში 13-მა მონაწილემ მოამზადა, რომლებიც მათსავე საკომუნიკაციო პლატფორმებზე გამოქვეყნდა.
| ||
| ||
| ||
|
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევრები, რომელთან ავტორებს გადაეცათ სასაჩუქრე ვაუჩერები.
- I ადგილი – ნინო ვართაპეტიანი, Georgian Media Blog, ბორჯომი;
- II ადგილი – ელენე ქორქია, Euronews Georgia, თბილისი;
- III ადგილი – თიკო ზაზაძე, Sknews.ge, ახალციხე.
დამატებით, CENN-ის რჩეული მონაწილეები გახდნენ :
- თიკო დავაძე, რადიო მარნეული, მარნეული;
- ქრისტინა მარაბიან, Jnews, ახალქალაქი;
- Aliq Media, ლიზა ტოროსიანი, მარნეული.
ევროკავშირის შესახებ
30 წელზე მეტია, რაც ევროკავშირი აყალიბებს მჭიდრო პარტნიორობას საქართველოსთან, მხარს უჭერს მის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების, ექსპერტიზით, ინოვაციებისა და ფინანსური მხარდაჭერის გზით. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ეფუძნება მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს.
ევროკავშირი აფინანსებს არაერთ პროექტს, რომლებიც მიზნად ისახავს მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერასა და სხვადასხვა ჯგუფების, კერძოდ, ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის ხელშეწყობას. ეს ძალისხმევა უმნიშვნელოვანესია უფრო მეტად ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის საქართველოში, რაც ხაზს უსვამს ევროკავშირის ერთგულებას დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისადმი.
პროექტის შესახებ
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ 4-წლიანი ინტერვენციაა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობს 2022 წლის იანვრიდან. პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია CENN-ის მიერ ქვემო ქართლის მედიასთან (KKM) პარტნიორობით.