ხანგრძლივობა: 2020-2024
გეოგრაფიული დაფარვა: კენია, ბურკინა ფასო და საქართველო
განმახორციელებელი: CENN არის განმახორციელებელი პარტნორი IUCN-ის საქართველოში
დონორი: Austrian Development Agency, Austrian Development Cooperation-ის ფინანსური დახმარებით.
ეკოსისტემების აღდგენის ხელშეწყობა გვალვის რისკის შემცირებისა და მედეგობის გაზრდის მიზნით IUCN-ის ხელმძღვანელობით განხორციელებული პროექტია სამ ქვეყანაში: კენიაში, ბურკინა-ფასოში და საქართველოში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის თანხებით.
საქართველოში პროექტს ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), როგორც IUCN-ის განმახორციელებელი პარტნიორი.
პროექტი მიზნად ისახავს უზრუნველყოს გადაწყვეტები, რომლებიც აუმჯობესებს წყლის ხელმისაწვდომობას ეკოსისტემებში, რითაც შერბილდება „ანთროპოგენური“ გვალვა და ამაღლდება სოფლად თემების მედეგობა „ბუნებრივი“ გვალვის მიმართ.
გვალვის მართვაში, ღონისძიებების იდენტიფიცირებისა და განხორციელების სახელმძღვანელოს შემუშავება, იმისათვის რომ ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების (NbS) გამოყენებით შემცირდეს გვალვის ზემოქმედება. ასევე საჯარო დიალოგის მოწვევა ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების (NbS) მიღების პოლიტიკისა და დაგეგმვის შესაძლებლობების შესახებ. ამ ღონისძიებების მეშვეობით პროექტი გავლენას მოახდენს პარტნიორ პროექტებზე და პარტნიორ ინსტიტუტებზე (მაგ. გვალვის მართვის საჯარო დაგეგმვის მექანიზმები) ბუნებაზე დაფუძნებული მიდგომების (NbS) საშუალებით გვალვის შემცირების ღონისძიებების მიღების საკითხებში.
პროექტის მთავარი შედეგი: „გვალვის მართვის დაგეგმვა და მოქმედებები აერთიანებს გვალვის შემცირებისათვის ბუნებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტებს (NbS) ქვეყნისათვის სამ მნიშვნელოვან, გვალვის მაღალი რისკის მქონე რეგიონში“.
პროექტი სამ ძირითადი შედეგზე იგება:
- ეროვნული ექსპერტები და საზოგადოების წევრები ინფორმირებულნი არიან და საშუალება აქვთ გამოიყენონ უახლესი ცოდნა გვალვის შემცირებისათვის ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების შესახებ;
- რეკომენდაციები გვალვის შემცირებისათვის ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების დაგეგმვისა და პოლიტიკის ინტეგრირებისთვის იქმნება მრავალ დაინტერესებულ მხარეთა დიალოგისა და პოლიტიკის ანალიზის შედეგად;
- გვალვის შემცირებისათვის ბუნებაზე დაფუძნებული ქმედებები ნაჩვენებია პარტნიორ პროექტებში ან საჯარო დაგეგმარებაში.
დაინტერესებული მხარეებისთვის ეს ნიშნავს ეკოსისტემების აღდგენის ღონისძიებების ჩართვას გვალვის სიხშირისა და სიმძიმის შემცირებისათვის და მედეგობის ამაღლებისთვის ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების მეშვეობით. ეს ასევეა გვალვის შემცირებისთვის დაგეგმვის გაძლიერება, იმისათვის რომ ინფორმირებული მიდგომების საშუალებით მოხდეს ჰიდროლოგიური ფუნქციის გაუმჯობესება, რეაბილიტირებულ მიწაზე წყლის ინფილტრაციისა და შენახვის გაზრდის ჩათვლით.