ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის“ ფარგლებში, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მმართველი საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართა.
LAG-ის წევრებმა მმართველი საბჭოს ოზურგეთში 16, ჩოტახაურში 15, ლანჩხუთში 11 წევრი აირჩიეს. მმართველი საბჭოს წევრობაზე კანდიდატურა ოზურგეთში – 38-მა, ლანჩხუთში 20-მა, ხოლო ჩოხატაურში 54-მა კანდიდატმა წარადგინა. მუნიციპალიტეტის LAG-ების მმართველი საბჭოების შემადგენლობა ასე გადანაწილდა:
ოზურგეთი:
- სამოქალაქო სექტორი – 12.5%
- კერძო სექტორი – 43.8%
- საჯარო სექტორი – 43.8%
- ქალი – 50%
- კაცი- 50%
ჩოხატაური:
- სამოქალაქო სექტორი – 13.3%
- კერძო სექტორი – 40.0%
- საჯარო სექტორი – 46.7%
- ქალი – 53.3%
- კაცი- 46.7%
ლანჩხუთი:
- სამოქალაქო სექტორი – 28.6%
- კერძო სექტორი – 28.6%
- საჯარო სექტორი – 42.9%
- ქალი – 71.4%
- კაცი- 28.6%
არჩევნები ფარული კენჭისყრის პრინციპით ჩატარდა. არჩევნების სამართლიან და თანაბარ პირობებში ჩატარებისთვის და მეტი გამჭირვალობისთვის, LAG-ის წევრებსა და მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატებს საშუალება ჰქონდათ დასწრებოდნენ ხმის თვლის პროცესს. არჩევნების შედეგები დამთვლელი კომისიის მიერ გამოვლინდა.
არჩევნების დაწყებამდე, LAG-ის წევრები მმართველი საბჭოს წევრობის კანდიდატებს, მათ პროგრამასა და საარჩევნო პროცედურებს გაეცნენ.
შეგახსნეებთ, რომ პროექტის ფარგლებში, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.