კამპანიამ „შემცირე პლასტმასით დაბინძურება“ ათი ორგანიზაცია გააერთიანა საქართველოს მასშტაბით. დღეს მონაწილე კომპანიებსა და ორგანიზაციებს პირველი სამუშაო შეხვედრა ჩაუტარდათ პლასტმასის აუდიტის წარმოებასა და მწვანე შესყიდვებზე.
კამპანიის მონაწილეები ისეთ სექტორებს წარმოადგენენ, როგორებიც არის: სტუმარმასპინძლობა და სარესტორნო ბიზნესი, კონსულტაცია და მომსახურება, სოფლის მეურნეობა, ახალგაზრდობა, გარემოს დაცვა და სხვ.
პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს პლასტმასის ნარჩენების ორგანიზაციული აუდიტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე, მწვანე შესწყიდვებსა და მომწოდებლების ანალიზზე და ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული აქტივობების შესახებ სხვადასხვა სექტორის წამყვანი ისეთი ბიზნესები და ორგანიზაციები ესუბრნენ, როგორებიც არის „სილქ ჰოსფითალითი“, „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“, „თბილისი შერატონ მეტეხი პალასი“ და „ირაო“.
მონაწილე კომპანიები და ორგანიზაციები შემდგომი თვეების განმავლობაში პლასტმასის ნარჩენების შემცირების საკითხებზე იმუშავებენ. მუშაობის პროცესში მათ სექტორების მიხედვით შერჩეული ადამიანები მენტორობას გაუწევენ, პარალელურად დამატებითი შეხვედრები დაიგეგმება ისეთ თემებზე, როგორიც არის კორპორაციული მდგრადობა, გავლენის გაზომვა და ანგარიშგება.
კამპანიის მონაწილე ორგანიზაციები და კომპანიები არიან:
– Hilton Garden Inn Tbilisi Riverview
– Lineate
– კავშირი ადამიანებისათვის განსაკუთრებულ ზრუნვას რომ საჭიროებენ
– მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი
– Tom’s Hut
– Diplomat Georgia LLC
– Denk Pharma Caucasus LLC
– მწვანე საქმე
– საქართველოს შემეცნებითი ცენტრი
– Sevsamora Resort and Spa
კამპანიას ახორციელებს CENN, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და ნორვეგიისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.