ცვლილების საწყისები: ინტერსექციული მწვანე ფემინიზმი და ახალგაზრდების აქტივიზმი საქართველოში
ხანგრძლივობა: 01.09.2023 – 01.09.2024
გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო
განმახორციელებელი: Mellemfolkeligt Samvirke/ActionAid Denmark, CENN, GrlzWave
დონორი: New Democracy Fund (NDF)
რუსულმა ოკუპაციამ, ქალთა და უმცირესობების მიმართ გამოვლენილმა ძალადობამ და სამოქალაქო საზოგადოებაზე განხორციელებულმა პოლიტიკურმა თავდასხმებმა ქართველი ახალგაზრდობის ტვინების გადინება გამოიწვია. მიმდინარე პროცესების ფონზე, საგრძნობლად შემცირდა გარემოსდაცვით საკითხებზე მსჯელობაც და კლიმატის თემაც ყურადღების მიღმა დარჩა. ეს პროექტი შეუქმნის ახალგაზრდებს განვითარების შესაძლებლობებს და გააძლიერებს მათ. აღნიშნული პროექტი AADK-ის გლობალური პლატფორმის (Global Platforms) ქსელის დახმარებით, ხელს შეუწყობს ცვლილებების ინტერსექციულ განხორციელებას.
პროექტის მიზანია ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და საქართველოში პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გარემოსდაცვითი და ფემინისტური ორგანიზაციები, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, დააკავშირებენ ახალგაზრდებს გლობალურ პლატფორმებთან (GP), რათა თანატოლებისგან მიიღონ ინფორმაცია აქტივიზმზე და გაეცნონ დანიასა და გლობალურ სამოქალაქო საზოგადოებებში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკებს.
თანამშრომლობის ფარგლებში ძირითადი ყურადღება დაეთმობა ახალგაზრდების ჩართულობას 2024 წლის არჩევნებში, გარემოსდაცვით და ფემინისტურ საკითხებს კი განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება. აღნიშნული პროექტი ქართველ და დანიელ ახალგაზრდებს ერთმანეთთან დააახლოებს, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდას მისცემს შესაძლებლობას, რომ გლობალური პლატფორმის დახმარებით მიიღონ და გაუზიარონ გამოცდილება.
ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერება / კარგი მმართველობა
პროექტის ფარგლებში, ქართველი ახალგაზრდების დაკავშრება მოხდება გლობალურ ქსელთან და მსოფლიოს სხვა ახალგაზრდებთან, ერთობლივი გარემოსდაცვითი და ფემინისტური კკამპანიების დაგეგმვისა და განახორციელების მიზნით.
კამპანიების ძირითადი მიზანი პოლიტიკურ ასპარეზზე ფემინისტური და გარემოსდაცვითი საკითხების წინ წამოწევა და ახალგაზრდების მიერ არჩევანის გაკეთების პროცესში მათი გათვალისწინებაა.