ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტ „მწვანე გურიის“ ფარგლებში, ოზურგეთმა უმასპინძლა „კარიერულ ფესტივალს“. ფესტივალი წარმოადგენდა ინტერაქტიული სივრცეს, სადაც რეგიონის მოტივირებული ახალგაზრდები და წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები ერთმანეთს არაფორმალურ და ამავდროულად, პროფესიულ გარემოში შეხვდნენ.
ღონისძიების მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობისთვის რეალური კარიერული გამოცდილების შექმნა, პროფესიული უნარების გამოვლენა და დამსაქმებლებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება იყო.
ფესტივალის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებსა და უფროსკლასელებს საშუალება ჰქონდათ:
- პირადად გასაუბრებოდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს;
- მიეღოთ პროფესიონალური რჩევები კარიერულ დაგეგმვასა და განვითარებაზე;
- დაემყარებინათ ახალი პროფესიული კავშირები, სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.
მადლობას ვუხდით ფესტივალში მონაწილე კომპანიებს, რომლებიც მხარს უჭერენ ახალგაზრდების პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას:
- საქართველოს ბანკი,
- ტექნოპარკი,
- კრედო ბანკი,
- სანდომი,
- ნიკორა,
- ელიტ ელექტრონიქსი,
- ფარმადეპო,
- კალას ფერმა.
კომპანიებისთვის ეს დღე იყო შესაძლებლობა, აღმოეჩინათ ახალი ტალანტები, გაეზიარებინათ კორპორატიული კულტურა და შეექმნათ პოტენციურ კანდიდატთა მონაცემთა ბაზა სამომავლო ვაკანსიებისა თუ სტაჟირების პროგრამებისთვის.
კარიერული ფესტივალი ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-ის პროექტის – „მწვანე გურია“ – ფარგლებში.
GREEN Guria
Human capital development
Rural and Community-Led Local Development
Youth development entrepreneurship and leadership
ახალაგზრდების განვითარება მეწარმეობა და ლიდერობა
ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური განვითარებისთვის
მწვანე გურია
სოფლის განვითარება და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება



































