CENN-მა, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტში სასკოლო კამპანია განახორციელა.
სასკოლო კამპანიაში მარნეულის მუნიციპალიტეტის 18 სკოლის 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრებს უძღვებოდნენ მარნეულის „გოგონების გაძლიერების კლუბის“ წევრები, რომლებმაც თანატოლებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და პრაქტიკული მაგალითები სამოქალაქო აქტივიზმთან, გარემოსდაცვით საკითხებთან და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებით. ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ თანატოლებთან ერთად ემსჯელათ აღნიშნული თემატური მიმართულებების ქვეშ მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემების მოგვარებაში მათ წვლილზე.
სასკოლო კამპანია განხორციელდა „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.