მდინარე ივრისა და მდინარე არაგვის წყალშემკრებ აუზებში წყლის რესურსების შეფასება და მდგრადი მართვა

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > გარემო და ენერგია > მდინარე ივრისა და მდინარე არაგვის წყალშემკრებ აუზებში წყლის რესურსების შეფასება და მდგრადი მართვა

მდინარე ივრისა და მდინარე არაგვის წყალშემკრებ აუზებში წყლის რესურსების შეფასება და მდგრადი მართვა 

წარმოდგენილი კვლევა მიზნად ისახავს მდინარე ივრისა და მდინარე არაგვის წყალშემკრებ აუზებში არსებული და სამომავლო წყლის რესურსების შეფასებას, კლიმატის ცვლილების, წყლის მოთხოვნის ზრდისა და ბუნებრივი რესურსების მდგომარეობის გათვალისწინებით. კვლევა ასევე მოიცავს წყლის რესურსების განაწილებასა და სისტემების მდგრადობაზე მოქმედი ფაქტორების ანალიზს, მათ შორის, ტყის საფარის მდგომარეობის, ნიადაგის ეროზიისა და წყალსაცავებში ინერტული მასალის დაგროვების შესაძლო გავლენის შეფასებას. 

დოკუმენტში წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება ხელმისაწვდომ ჰიდროლოგიურ და კლიმატურ მონაცემებს და მიზნად ისახავს წყლის რესურსების მართვის მიმართულებით დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობას. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა წყალშემკრები აუზების ეკოლოგიურ მდგომარეობას, წყალსაცავების ფუნქციონირებას, თბილისის წყალმომარაგებისთვის საჭირო წყლის რესურსების შენარჩუნებასა და ძირითადი საირიგაციო სისტემების საიმედო წყალმომარაგების უზრუნველყოფას. კვლევის შედეგები ქმნის ტექნიკურად დასაბუთებულ საფუძველს წყლის რესურსების მდგრადი მართვისა და წყალსაცავების ოპერირების შემდგომი, უფრო დეტალური შეფასებისთვის. 

კვლევა განხორციელდა CENN-ის მიერ და მომზადდა პროექტის „მწვანე კავკასია“ ფარგლებში, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, „ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის“ ფარგლებში. 

ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) არ იღებს პასუხისმგებლობას პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკომუნიკაციო მასალების შინაარსზე. აღნიშნულ მასალებში წარმოდგენილი განცხადებები, მოსაზრებები და ინფორმაცია ეკუთვნის მხოლოდ შესაბამის ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს პოზიციას ან დამოკიდებულებას.