CENN-მა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუორნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლებში პლასტმასის ნარჩენების მოხმარების შემცირების მიზნით, კონკურსი SOS Plastic წამოიწყო. კონკურსის მიზანი მოსწავლეებისა და მასწავლებლების წახალისებაა, გამოიკვლიონ საკუთარი პლასტმასის ნაკვალევი და თავიდან აირიდონ ერთჯერადი პლასტმასის ნივთების მოხმარება.
მონაწილე სკოლებს კონკურსის განმავლობაში ჩაუტარდებათ თემატური ტრენინგები პლასტმასით დაბინძურებასა და ნარჩენების მართვაზე. თითოეული სკოლა მენტორების დახმარებით შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას და განახორციელებს მრავალფეროვან გარემოსდაცვით აქტივობებს.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდება 3 საუკეთესო სკოლა, რომლებიც დაჯილდოვდებიან პრიზებით.
გიზიარებთ მონაწილე სკოლების სიას:
- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურას საჯარო სკოლა
- ბათუმის სკოლა „თაობა”
- თბილისის #169 საჯარო სკოლა
- თბილისის #179 საჯარო სკოლა
- ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის #178 საჯარო სკოლა
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა
- ქუთაისის ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი
- მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა
- ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის #9 საჯარო სკოლა
- ქალაქ თბილისის #209 საჯარო სკოლა
- ხონის #1 საჯარო სკოლა
- თბილისის სერვანტესის გიმნაზია აია-ჯესს
- დავით სარაჯიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N16 საჯარო სკოლა
- საქართველოს საპატრიარქოს წმ.იოანე ბოლნელის სახელობის სკოლა
- ნიკოლოზ კეცხოველის სახელობის ქალაქ გორის N1 საჯარო სკოლა
- ქალაქ საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის #2 საჯარო სკოლა
- თბილისის „თანამედროვე განათლების აკადემია”
- თბილისის სკოლა „გენიოსი“
- ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლა
- ახალქალაქის მუნიციპალიტეტის #2 საჯარო სკოლა
ვულოცავთ თითოეულ სკოლას და ვუსურვებთ წარმატებას!
კონკურსი ხორციელდება CENN-ის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუორნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროექტისს „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში“ ფარგლებში.