CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის “ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ფარგლებში, აცხადებს ფინანსური დახმარების კონკურსს, რომლის მიზანია კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის პრაქტიკის ხელშემწყობი ინიციატივების მხარდაჭერა.
კონკურსის მიზნები
კონკურსის მიზანია სამიზნე რეგიონებში ისეთი ინოვაციური, პრაქტიკული და მდგრადი პროექტების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს:
-
ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის საუკეთესო პრაქტიკის დემონსტრირებას: პროექტები, რომლებიც პრაქტიკაში აჩვენებს ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის ეფექტიან და ინოვაციურ მიდგომებს (რესურსების რაციონალურად გამოყენება, ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შემცირება, ხელმეორედ გამოყენება, სეპარაცია/გადამუშავება, აგრეთვე მოწინავე ტექნოლოგიური გადაწყვეტები — პროგრამული უზრუნველყოფა, ციფრული ინსტრუმენტები, აპლიკაციები და სხვ.);
-
მწვანე ღირებულებათა ჯაჭვების შექმნას: მდგრადი ეკონომიკური ურთიერთობებისა და პრაქტიკების ჩამოყალიბება, რომლებიც უზრუნველყოფს რესურსების მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას, ნარჩენების მინიმიზაციასა და პროდუქტების სასიცოცხლო ციკლის გახანგრძლივებას;
-
საზოგადოების ქცევითი ცვლილებების წახალისებას: ყოველდღიური ჩვევების გადაფასება და რესურსების გამოყენებისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
ძირითადი პირობები და კრიტერიუმები
სამიზნე რეგიონები: კახეთის რეგიონი და აჭარის ა/რ.
სამიზნე სექტორი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები (აიპ/არასამთავრობო ორგანიზაციები).
ნარჩენების პრიორიტეტული ნაკადები:
- შესაფუთი ნარჩენი;
- ბიოდეგრადირებადი ნარჩენი;
- სამშენებლო და ნგრევის ნარჩენი.
*შენიშვნა: პროექტი შესაძლოა ეხებოდეს ერთ, ორ ან სამივე ნაკადს ერთად.
კონკურსის ვადები
განაცხადების მიღების დაწყება: 14 სექტემბერი, 2026
განაცხადის წარმოდგენის ბოლო ვადა: 19 ოქტომბერი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა (ონლაინ)
კონკურსით დაინტერესებული პირებისთვის 22 სექტემბერს, 11:00 საათზე ჩატარდება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა.
-
რეგისტრაციის ბმული: https://forms.gle/8usEBJjcD2LDMeZu8
-
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 20 სექტემბერი, 2026. (შეხვედრის ბმული გამოეგზავნებათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მონაწილეებს).
კითხვებზე პასუხის გაცემა
კონკურსთან დაკავშირებული კითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: grants@cenn.org არაუგვიანეს 2026 წლის 6 ოქტომბრისა. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შემოსული კითხვები არ განიხილება.